f
პარასკევი 19, აპრილი 2024

სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა

15, ივნისი 2017

სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა.  მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ 10 ოჯახი კვლავ ჩაკეტა.  გზის გაწმენდა უხვი ნალექის გამო ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, სოფელ კობალთაში მეწყერი 29 მაისს განვითარდა და მიწის მასამ საუბნო გზა ჩაკეტა. სტიქია 31 მაისსაც განმეორდა, რამაც საუბნო გზასთან ერთად, შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზაც ჩაკეტა.