f
პარასკევი 29, მარტი 2024

მაჭახლის ხეობამ შესაძლოა სტატუსი მიიღოს

16, ივნისი 2017

მაჭახლის ხეობის  სოფლებს შესაძლოა მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭოთ - საკითხზე საქართველოს მთავრობა ორშაბათს იმსჯელებს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ  კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.


"მაჭახლის ხეობა ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს  პარამეტრებს, მაგრამ მსჯელობის შედეგად შესაძლოა დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მაჭახლის ხეობა არის საზღვრისპირა და მას მხარდაჭერა სჭირდება" - განაცხადა "მთავართან" საუბრისას გიორგი ლილუაშვილმა.

ხეობაში მდებარე  9 სოფელი მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას რამდენიმე თვეა ითხოვს. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გამართა. ამ დროისთვის სტატუსი მაჭახელას ხეობაში მდებარე მხოლოდ ერთ სოფელს, ქვედა ქოქოლეთს აქვს მინიჭებული.