f
პარასკევი 29, მარტი 2024

წვევამდელებმა ფიცი დადეს

16, ივნისი 2017

შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა სამთვიანი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. დღეიდან დასავლეთ სარდლობის წვევამდელების ორი ოცეული მეორე   ქვეით ბრიგადაში, ხოლო ერთი ოცეული მესამე   ქვეით ბრიგადაში გადანაწილდება.