f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

ლონდონის დასავლეთში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზებს საჯაროდ გამოიძიებენ

16, ივნისი 2017

ლონდონის დასავლეთში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზებს საჯაროდ გამოიძიებენ. ადგილობრივ პოლიციაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ,,სქაი ნიუსის" ცნობით, დაკარგულია 41 ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტრაგედიის ადგილი მოინახულა. ტერეზა მეის თქმით, დაზარალებულებმა უნდა მიიღონ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გავრცელდა შენობაში ხანძარი ასე სწრაფად და მოულოდნელად.

კრიმინალური გამოძიება სოციალური საცხოვრებელი სახლის განახლების შემდეგ, უსაფრთხოების ზომების დარღვევის ირგვლივ იწარმოებს. გრენფელ-თაუერს ხანძარი 14 ივნისს გაუჩნდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 და დაშავებულა ათობით ადამიანი.