f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

''შენების მოძრაობა'' - ახალი პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დააფუძვნა

16, ივნისი 2017

''შენების მოძრაობა'' - ახალი პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დააფუძვნა. პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები არიან. 
"შენების მოძრაობის" საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.   2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისინი მონაწილეობას მიიღებენ. ამასთანავე, "შენების მოძრაობა"  შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას საკუთარ კანდიდატებს წარუდგენს.