f
პარასკევი 29, მარტი 2024

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა გრძელდება

16, ივნისი 2017

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა გრძელდება. ტერიტორიაზე ამჟამად სტაციონალური სარწყავი სისტემებით მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. ხორციელდება ბორდიურების, მოსაპირკეთებელი ფილებისა და ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები.

მოეწყობა 1 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი. გათვალისწინებულია მოედნების განათება ორი - სავარჯიშო და სათამაშო რეჟიმით. პროექტის ფარგლებში აშენებულია 3 სართულიანი შენობა.  ობიექტი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაო პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.