f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

19, ივნისი 2017

სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო. მეთერტმეტეკლასელები დღეს გამოცდას გეოგრაფიაში აბარებენ, ბარიერი 5,5 ქულაა. მოსწავლეების შეფასებით, ტესტები საშუალო სირთულისაა. გამოცდა ე.წ. „კატის“ პრინციპით ტარდება.

გამოსაშვები გამოცდები 4 დღეს გაგრძელდება. მომდევნო დღეებში მოსწავლეები გამოცდას ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ჩააბარებენ. ის, ვინც ბარიერს ვერ გადალახავს, გამოცდის ჩაბარების კიდევ ერთი შანსი მომავალ წელს ექნება. მეთერთმეტეკლასელებმა გუშინ პრეტესტი გაიარეს და ოთხივე საგნის დავალებების ფორმატსა და ტესტირების სპეციფიკას გაეცნენ.