f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა

20, ივნისი 2017

ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული რეფორმა პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს.  კომისია  პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მიესალმება, რადგან მათი აზრით აქამდე არსებული შერეული სისტემის პრაქტიკა მმართველ პარტიებს გადაჭარბებულ უმრავლესობას აძლევდა. 
ვენეციის კომისია 5 პროცენტიანი ბარიერის არსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რადგან ასეთი პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. 

ისინი ფიქრობენ რომ პოლიტიკური ბლოკების გაუქმება მცირე პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას არ მისცემს.  ამით კი  ხმების დაკარგვის რისკები იზრდება. 
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი წერია დასკვნაში.