f
პარასკევი 26, აპრილი 2024

ქედაში, სოფელ აგარის მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს

21, ივნისი 2017

ქედაში, სოფელ აგარის მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, გზა ზამთარში თოვლმა დააზიანა.  საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენელის განცხადებით, ამ ეტაპზე რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის, აღნიშნული მონაკვეთის მოწყობა მომავალ წელს იგეგმება. მიმდინარე წელს მოასფალტდება მერისი-ნამონასტრევის მიმართულება, ასევე ზედა აქუცისა და არძენაშვილების საავტომობილო გზები.