f
შაბათი 20, აპრილი 2024

ავარია ქობულეთში

22, ივნისი 2017

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ქობულეთშიც მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, ერთი მათგანი გუშინვე ბინაზე გაეწერა. 
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.