f
პარასკევი 29, მარტი 2024

ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

22, ივნისი 2017

გუშინ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 23 წლის გოგონას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევისთანავე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქვეითად მოსიარულეს, ამ ტერიტორიაზე, ავტომობილი მესამედ დაეჯახა. წინა ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა და 50 წლამდე ქალი. სამივე შემთხევის დროს ფეხით მოსიარულეები ქვეითთა გადასასვლელით არ სარგებლობდნენ. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  276 ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.