f
სამშაბათი 23, აპრილი 2024

კონკურსი მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრზე

04, ივლისი 2017

უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე, ვაკანტური ადგილის დასაკავებლად  უმაღლესი საბჭო კონკურსს გამოაცხადებს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კონსკურსი სავარაუდოდ მას შემდეგ გამოცხადდება, რაც მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ჩაიბარებენ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ერთი პოზიცია მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც საბჭოს თავმჯდომარე, ზაზა ხალვაშმა დაკავებული პოზიცია, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სამი წლით ადრე დატოვა.