f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საზოგადოებას, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აცნობდა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს

04, ივლისი 2017

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საზოგადოებას, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აცნობდა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში მე-4 მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მიიღო 56 სამართლებრივი აქტი, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, რეგლამენტის 5 ცვლილება, ჩატარდა ბიუროს  30,  6 პლენარული  და 9 რიგგარეშე სხდომა.

გაბაიძის თქმით, დაინერგა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა და შეიძინეს ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კი როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხდა, განახლდა ვებ-გვერდი.

რეგიონის პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვის დაფინასების საკითხზე.