f
შაბათი 27, აპრილი 2024

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი გაიხსნა

05, ივლისი 2017

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი გაიხსნა. პირველი დღე თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

მომხსენებლებმა არაკონვენციური საფრთხეები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები მიმოიხილეს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება.