f
შაბათი 27, აპრილი 2024

ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

05, ივლისი 2017

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა​ს გულისხმობს.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსის, განცხადებით დღეს მედიკოსთა ბრიგადა, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსგავსი ტიპის გამოძახებაზე არ გასულა. 

თვითმხილველების თქმით ავტომანქანის მძღოლმა დაშავებული მგზავრი თავად წაიყვანა.

21 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 23 წლის გოგონა, სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ, გარდაიცვალა.

ბოლო სამ თვეში ბათუმში ერთსა და იმავე მონაკვეთზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხუთი ავარია დაფიქსირდა, არცერთი ქვეითი ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის პირველ ხუთ თვეში არასწორად გზის გადაკვეთის გამო 301 ქვეითი დაჯარიმდა. ევროპის ქვეყნებს შორის ავარიით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო პირველ ხუთეულშია.

(ფოტო: ფრედ ხიმშიაშვილი)