f
პარასკევი 29, მარტი 2024

დღეს პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება

06, ივლისი 2017

დღეს პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. იაგელონია ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და პოლონელებმა მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვეს.

ბათუმელებს შემდეგი ეტაპზე გასასვლელად 2 ბურთის გატანა სჭირდებათ სტუმრად. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.