f
სამშაბათი 23, აპრილი 2024

ქუჩების რეაბილიტაცია ე.წ-ლ ჭაობის დასახლებაში გრძელდება

06, ივლისი 2017

ქუჩების რეაბილიტაცია ე.წ-ლ ჭაობის დასახლებაში გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, რის შემდეგაც მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტის საფარი.  

პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო.  I ეტაპის ფარგლებში, 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება პროექტის II – III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 43 მილიონი ლარია. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.