f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

''წითელი ზონა'' და ''ინტერVIEW'' შესაძლოა აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს

07, ივლისი 2017

საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში  შესაძლოა ორი ახალი გადაცემა დაიწყოს.  გოგი გვახარიას “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის ''ინტერVIEW'' არხზე სავარაუდოდ ახალი სეზონიდან ან სექტემბრიდან დაიწყება. აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლობის შეთავაზებას ადასტურებს და განმარტავს, რომ გადაცემები ან მაუწყებლის ბიუჯეტით ან დონორების საშუალებით დაფინანსება.

მხარეები ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს მართავენ. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, მარინა ვაშაყმაძე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ვალდებულებები რომლებიც რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქვს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან მათ კონტრაქტს ვადა 17 ივლისს ეწურებათ.