f
შაბათი 20, აპრილი 2024

პაციენტის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის

10, ივლისი 2017

რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის.  უწყებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ წერილს დღეს გაუგზავნის, მანამდე კი სატელეფონო შეტყობინება სააგენტოში უკვე შევიდა. იმისთვის რომ სააგენტოს თანამშრომლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შექმნილი ვითარება შეისწავლონ მათ სასამართლოს დადგენილებაც სჭირდებათ.
 

შეგახსენებთ, რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 34 წლის ნინი კაცაძის ახლობლები საავადმყოფოს მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.  მათი ინფორმაციით, პაციენტს კუჭზე გეგმიური ოპერაცია ორი თვის წინ რეფერალურ საავადმყოფოში გაუკეთდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა და  კვლავ საავადმყოფოში აღმოჩნდა. საპირისპიროს ამტკიცებენ კლინიკის ხელმძღვანელი პირები და განმარტავენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იშემიური ინსულტით შეიყვანეს, რაც ორი თვის წინ ჩატარებულ ოპერაციასთან, კავშირში არ არის.