f
ოთხშაბათი 24, აპრილი 2024

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება

13, ივლისი 2017

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება. სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა იმართება.  პროცესის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 32 104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.   პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.