f
ოთხშაბათი 22, ნოემბერი 2017

შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია

17, ივლისი 2017

 „შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებენ აჭარის გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საამმართველოში. გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროს  ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ყველაზე მაღალი ხარისხობრივი   მაჩვენებელი გონიო, კვარიათი, სარფისა და მწვანე კონცხის  აკვატორიებში დაფიქსირდა, შედარებით დაბალი კი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟებზე. ლაბორატორიული სინჯები დღეს  8  სხვადასხვა ადგილას, სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე   სპეციალისტებმა ისევ აიღეს. ზღვის წყლის მონიტორინგი აპრილიდან დაიწყო და  ოქტომბერში დასრულდება.