f
ხუთშაბათი 28, მარტი 2024

ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსს შეიძენენ

07, სექტემბერი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენაა დაგეგმილი. საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, EBRD -ისპრეზიდენტ, სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციის პროცესში   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხადაჭერა მნიშვნელოვანია. 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის   EBRD -ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD -ის დააფინანსებით და ასევე, პირველი ასეთი პროექტი რეგიონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალი ელექტროავტობუსების შეძენით, ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკი ნაწილობრივ განახლდება.