f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

სულხან ღლონრი - ''სასტუმრო „ლეოგრანდს“ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია''

25, ნოემბერი 2017

სასტუმრო „ლეოგრანდს“ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია, რადგან დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში, - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი.

მისივე თქმით,  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არ არის ორგანო, რომელიც სასტუმრო და კვების ობიექტების გახსნაზე ან დახურვაზე ნებართვებს გასცემს ან რაიმე ტიპის მონიტორინგს ახორციელებს. უწყებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, რომელსაც ჰქვია „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ.

სულხან ღლონტის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში, როცა დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო სარეკომენდაციო საბჭოს წევრებმა „ლეოგრანდის“ დოკუმენტაცია გვერდით გადადეს, რადგან არ იყო წესრიგში.