f
პარასკევი 26, აპრილი 2024

სამედიცინო დაწესებულებებში 7 პაციენტი რჩება

25, ნოემბერი 2017

"ხანძრის შედეგად დაშავებული 21 პაციენტიდან სტაციონარში  7 პაციენტი რჩება. 14 პაციენტი კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან" - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრიოში ადასტურებენ. 

საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურის ინფორმაციით,  7 პაციენტიდან 2 მოტეხილობას მკურნალობს, ხოლო დანარჩენი 5 ინტოქსიკაციის ნიშნებით რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. 

გუშინ, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა.