f
პარასკევი 29, მარტი 2024

ბათუმში ყველა აბონენტს აღუდგა ბუნებრივი აირის მიწოდება

25, ნოემბერი 2017

ბათუმში ყველა აბონენტს აღუდგა ბუნებრივი აირის მიწოდება - ინფორმაციას სოკარ ჯორჯია ავრცელებს. ამ დრომდე გაზის მიწოდებაზე შეზღუდვები ხელვაჩაურსა და სარფში რჩება. ტერიტორიაზე 8 ათას აბონენტს შეზღუდვით მიეწოდებათ გაზი.

კომპანიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე გამოსწორდება შეფერხება და ყველა აბონენტს, აჭარის მასშტაბით, აღუდგება გაზმომარაგება.