f
ხუთშაბათი 28, მარტი 2024

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა

25, ნოემბერი 2017

გოდერძის უღელტეხილზე მეოთხე დღეა სატრასნპორტო მოძრაობა აკრძალულია, ამ ეტაპზე აქ თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა , თუმცა იქ სადაც ქარბუქი იყო თოვლის საფარი 3 მეტრს მიაღწია. რაც შეეხება ბათუმი - ხულოს დამაკავშირებლ ცენტრალურ მაგისტრალს, საქართველოს საგზაო დეპატამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით მთელი ღამის განმავლობაში ორ კომპანიის „იბერია ჯი„ ს და „ზიმო 7“ -ის 11 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. 

მეწყრული პორცესი განვითარდა ქედის გზის ერთ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. 

ხულოდან -კურორტ გოდერძის მიმართულებით რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.

ოთხ დღიანი თოვის შედეგად ხულოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. გადაადგილებასთან ერთად მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. მუნიციპალიტეტში მაღალი ძაბვის ქსელი გათიშულია, რის გამოც ელექტროენერგია 1 800 აბონენტს არ მიეწოდება. 

„ენერგო პრო ჯორჯიაში „ განმარტავენ რომ დაზიანებული ხაზების აღდგენა უკვე დაწყებულია და მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება რამდენიმე საათში მოხდება.
 

მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით აჭარის საგზაო დეპარტამენტის 15 ერთეული ტექნიკა მუშაობდა , ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკა გზის გაწმენდით სამუშაოებს 10 მიმართულებით ახორციელებს.

მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის დაბალი ზონის სოფლებში შესაძლებელია გადაადგილება, თუმცა მაღალი ზონის სოფლებში ნაწილობრივ შეზღუდულია.