f
ორშაბათი 11, დეკემბერი 2017

შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო

25, ნოემბერი 2017

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარსა და ადამიანების დაღუპვის ფაქტს, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. „შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს,-ნათქვამია, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.