f
ორშაბათი 11, დეკემბერი 2017

საერთაშორისო მედია ბათუმში მოხდარ ტრაგედიას ეხმაურება

25, ნოემბერი 2017

ბრიტანული გარდიანი 12 დაღუპულისა და  ათობით   დაშავებულის შესახებ იტყობინება. გამოცემა ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ  12-ივე  ნახშირბადის მონოქსიდის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა,   მხუთავი აირით მოწამვლის დიაგნოზით  კი კლინიკებში 10 ადამიანია გადაყვანილი,   მათი მდგომარეობა სტაბილურია.  ამავე წყაროს ცნობით, თურქეთის სამი და ისრაელის  ერთი მოქალაქე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. 

   12  დაღუპულის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლებაც. გამოცემა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით   აცხადებს, რომ   22-სართულიანი სასტუმროდან ხანძრის დროს 100-ზე მეტი სტუმრისა და მოსამსახურე პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

    ისრაელის მოქალაქე დაშავდა ბათუმში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად- წერს ებრაული გამოცემა. “თაიმს ოფ ისრაელი”   აღნიშნავს, რომ მრავალსართულიან სასტუმროში ხანძრის შედეგად დაშავებული ისრაელის მოქალაქე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.