f
ორშაბათი 11, დეკემბერი 2017

ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 4 ახალგაზრდა ხულოს მკვიდრია

25, ნოემბერი 2017

ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 4 ახალგაზრდა ხულოს მკვიდრია. სოციალურ ქსელში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე სამძმრის წერილს აქვეყნებს. 

" 24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" განვითარებულ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრის 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძის და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს. ეს ტრაგედია უსაზღვრო და უმძიმესია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ვიზიარებ მწუხარებას და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს" - წერია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ჯუმბერ დიმიტრაძის განცხადებაში.