f
პარასკევი 29, მარტი 2024

ტურისტები "ლეოგრანდიდან" საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ

25, ნოემბერი 2017

47 ტურისტი "ლეოგრანდიდან" საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვს. ​ტურისტები ბათუმში რამდენიმე დღით ჩამოვიდნენ, ისინი სწორედ ამ სასტუმროში ისვენებდნენ. ხანძრის დროს შენობიდან სამაშველო სამსახურის დახმარებით გამოვიდნენ. დამსვენებლები ამბობენ, რომ სასტუმროში ტანსაცმელი, ბილეთები, ფული და პასპორტები დარჩათ, თუმცა შენობაში ვერ შედიან. კომპანია "ჯორჯიან თრეველგრუპს" წარმომადგენელი ვაჟა დიასამიძე ამბობს, რომ ძალოვანებს ეტაპობრივად შეყავთ ტურისტები შენობაში.