f
პარასკევი 19, აპრილი 2024

ნოდარ აბულაძე - ''ვითხოვ დროულად გამოიძიონ და გვითხრან რა მოხდა რეალურად''

26, ნოემბერი 2017

სასტუმრო ''ლეოგრადში'' ხანძრის დროს დაღუპული, ზაურ აბულაძის მამა, მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. ნოდარ აბულაძეს კითხვები აქვს -  იყო თუ არა დაცული სასტუმროში უსაფრთხოების ზომები და თუ იყო, რატომ ვერ შეძლეს ახალგაზრდებმა შენობიდან გამოსვლა.

"-ჩემი შვილი იმ სასტუმროში ვარჯიშობდა. საღამოს სახლში დამტოვა და ის სავარჯიშოდ გაბრუნდა. მოგვიანებით გავიგე ეს ამბავი.  ჩემმა შვილებმა ავღანეთის ომი გამოიარეს და იქ არაფერი დამართნიათ. აქ კი, ამ სასტუმროში  შვილი გარდამეცვალა. ვითხოვ დროულად გამოიძიონ და გვითხრან, რა მოხდა რეალურად''.