f
ორშაბათი 11, დეკემბერი 2017

''ლეოგრანდის'' მფლობელის განცხადება

27, ნოემბერი 2017

"ლეოგრანდის" მფლობელის განცხადებით სასტუმროს უსაფრთხოების ნორმები, სადაც ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი გარდაიცვალა, შეესაბამება სტანდარტებს.  მფლობელის მტკიცებით, მათ არც უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ მისვლიათ ჯარიმა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია ვიცე მერმა ტრაგედიის პირვე დღეებში გაავრცელა. 

ბრიფინგი ქართულ მედიასთან სასტუმროს მფლობელმა გამართა. 

"ჩამოსული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი, ასევე სხვა უწყებების მინისტრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ აღნიშნულ საკითხზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას გარდაცვლილი ოჯახების მიმართ. "ლეოგრანდში" დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახუურიდან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. დეტალურ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ადვოკატები მოგაწვდიან. მინდა განვაცხადო რომ სასტუმრო შეესაბამება სტანდარტებს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ მოგვსლია" - აცხადებს  ეროლ ავგერენი.

ჟურნალისტების დამატებით კითხვებს ბიზნესმენმა არ უპასუხა.