f
ხუთშაბათი 18, აპრილი 2024

დასაქმების ფორუმი

12, ივლისი 2018

ხვალ, 14:00-დან 16:00 საათამდე, სასტუმრო „ვინდემ ბათუმში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება.
  
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმში 35-მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე არსებული 2000-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით ჩაერთვება. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ სამუშაო ადგილებს  მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარადგენს.
 
დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას, აცხადებს სააგენტოს უფროსის მოადგილე ლევან გოგოძე.