f
შაბათი 20, აპრილი 2024

ლევან ჯინჭარაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილე სუბიექტს მიმართავს

28, სექტემბერი 2016

პარტიიდან „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყველა იმ საარჩევნო სუბიექტს მიმართავს, რომლებიც აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ. ლევან ჯინჭარაძე ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში თუ მას სხვადასხვა პარტიასთან დებატების გამართვის საშუალება მიეცემა, მათ ცრუ დაპირებებს დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გაასაჯაროებს. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი