f
შაბათი 20, აპრილი 2024

''ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' მხარდამჭერს სცემეს

08, ოქტომბერი 2016

ბათუმში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერს სცემეს. 
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ბორის მაისურაძეს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ მან „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მისცა ხმა. 
შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. მაისურაძეს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და მიმდინარეობს გამოძიება. 
რაც შეეხება დაზარალებულს, ის ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.