f
შაბათი 27, აპრილი 2024

კიდევ ერთი ინცინდენტი ბათუმში

08, ოქტომბერი 2016

ბათუმის 69-ე ოლქის 51 უბანზე დღეს კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური პარტიის სიის პირველმა ნომერმა, უბნის სიახლოვეს მდგარ ავტომობილში მსხდომი პირები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად მოიხსენია და ამომრჩევლების მუქარით მობილიზებაში დაადანაშაულა. 
დავით ბერძენიშვილის მტკიცებით, მანქანაში მყოფებს თან ამომრჩეველთა სია და საკონტაქტო მონაცემები ჰქონდათ, ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლას და სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებენ. 
განცხადებებს პროვოკაციული უწოდა უბნის სიახლოვეს მყოფმა ქართული ოცნების წარმომადგენელმა. აკაკი გვიანიძის თქმით, დასახელებულ პირებს მმართველ პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ბერძენიშვილის მიერ ატეხილი ხმაური კი მხოლოდ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვების უსუსური მცდელობაა. საარჩევნო პროცესებთან კავშირი უარყვეს ავტომობილში მსხდომმა მოქალაქეებმაც.