f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

პირველი კომენტარები ქართული ოცნების ბათუმის საარჩევნო შტაბიდან

08, ოქტომბერი 2016

უბნების დახურვისა და ეგზიტპოლების პირველადი მონაცემების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარები გაკეთდა ქართული ოცნების ბათუმის საარჩევნო შტაბში. გამარჯვება აქ პარტიის წევრებთან ერთად აჭარის მტავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმაც იზეიმეს. შტაბში იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე. ზურაბ პატარაძე მადლობას უხდის ამომრჩველებს ნდობისთვის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით კი აჭარაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა აღარ დგას.