f
პარასკევი 19, აპრილი 2024

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება

09, ოქტომბერი 2016

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება. ,,ბიბისის" ცნობით, ხმების 55 პროცენტის დათვლის შედეგად “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის 50 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი კი ოპოზიციურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიკავა. ბრიტანული გამოცემა, პრემიერის მიერ გამარჯვების გამოცხადების შესახებაც წერს. ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს ,,ალჯაზირა", რომლის თანახმადაც არჩევნებში ორი მთავარი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. გამოცემა წერს, რომ დასავლელი მოკავშირეები თვალყურს ადევნებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, შეძლებს თუ არა საქართველო ძალაუფლების გადაბარების მშვიდობიანად დასრულებას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებზე, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის ტესტზე წერს ,,როიტერიც". გამოცემის თანახმად, საარჩევნო უბნების 22 პროცენტის დათვლის შედეგად ქართულმა ოცნებამ 52 მთელი 67 მეათედი პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, ოპოზიციურმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 24მთელი 85 მეათედიპროცენტი ადამიანის მხარდაჭერა. არჩევნებზე წერენ ,,სპუტნიკ ინთერნეიშენალი" და ,,აზერტაჩ ნიუსი".