f
ხუთშაბათი 28, მარტი 2024

„სამართლიანი არჩევნები“ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევბზე განცხადებას ავრცელებს

09, ოქტომბერი 2016

დილიდან ელოდებიან რომ „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს გაასაჯაროვებდა. მანადე კი ორგანიზაცია კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევბზე განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა. ცალკეული საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას, ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე. 
”სამართლიანი არჩევნები” 19 საათის შემდგომ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებითაც ავრცელებს ინფორმაციას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმის 58-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ხელს უშლიდნენ დამკვირვებელს დაკვირვების თავისუფლად განხორციელებაში; ხელვაჩაურის #1 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არ მოსთხოვა საარჩევნო სიაში ხელმოწერის დაფიქსირება; #73-ე ოლქის ხულოს #1 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ორი მაჟორიტარული ბიულეტენი გადასცა;
ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 81 საჩივარი, 75 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 139 შენიშვნა”, - ნათქვამია ”სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.