f
პარასკევი 29, მარტი 2024

72-ე მაჟორიტარული ოლქის მონაცემებით ხელვაჩაურში ქართული ოცნება ლიდერობს

09, ოქტომბერი 2016

    72-ე მაჟორიტარული ოლქის მონაცემებით ხელვაჩაურში ქართული ოცნება ლიდერობს, მას  ნაციონალური მოძრაობა მოსდევს. რაც შეეხეება დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს, ვერცერთი პარტიის კანდიდატმა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ნდობა ხელვაჩაურში ვერ მოიპოვა. შესაბამისად 72-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურს ელოდებიან. კომისიამ 50-ვე უბანზე დათვლილი ხმების შემაჯამებელი ოქმები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და ცესკოს ონლაინ რეჟიმში უკვე გადაუგზავნა.