f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

უსკო განმეორებით არჩევნებზე

17, ოქტომბერი 2016

     საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, უსკოში  ვარაუდობენ,  რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს  არჩევნების მეორე ტურიც   30  ოქტომბერს ჩატარდება. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 6-ივე მაჟორიტარულ ოლქში  გაიმართება, პარლამენტის არჩევნების ნაწილში კი  კანდიდატები მხოლოდ 5 ოლქში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს,   რადგან ხულოს 73-ე  ოლქის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ  არჩევნების პირველი ტური მოიგო.  ხულოს ოლქის ამომრჩევლებს მხოლოდ ერთი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევი ბიულეტენები დაურიგდებათ, დანარჩენ ხუთ ოლქში კი ორ-ორი, - პარალმენტისა და უმაღლესის საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევი.