f
პარასკევი 19, აპრილი 2024

დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის ბოლო დღე

18, ოქტომბერი 2016

3 საათი რჩებათ მათ ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის დარეგისტრირება და კონკურსში მონაწილეობა სურთ. ამ დროისთვის 6 კანდიდატია რეგისტრირებული, ესენია 1-საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი მოისწრაფიშვილი,  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თამილა დოლიძე, -აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ დიასამიძე, ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “იბერია და იბერიელების” წამყვანი ვლადიმერ ჭელიძე, -ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ჩხარტიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი დირექტორი სოსო სტურუა.

   კანდიდატების შერჩევა მრჩეველთა საბჭოს პრეროგატივაა,  კანდიდატი რომელიც მრჩეველთა საბჭოს 4 წევრიდან ხმების უმრავლესობას მიიღებს, სწორედ ის გახდება მაუწყებლის დირექტორი. მრჩეველთა საბჭოს იურისტის თქმით დღის ბოლომდე კანდიდატთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. საბუთების გადარჩევა, 20 ოქტომბრის სხდომაზე მოხდება, სხდომიდან ზუსტად 7 დღეში კი  კონკურსი ჩატარდება, რომელიც  ერთ გამარჯვებულს გამოავლენს.