f
პარასკევი 29, მარტი 2024

შეთანხმება უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“

21, ოქტომბერი 2016

     ევროკავშირი, უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმებას, სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს. ამის შესახებ  ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ დოკუმენტშია საუბარი.

   ბრიუსელში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ დაწესდება, რაც ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებულ პროცედურას შემოიღებს.

   აღნიშნული მექანიზმის თანახმად, თუ მესამე ქვეყანა ბოროტად იყენებს ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებულ შეღავათებს, ბრიუსელი მისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ავტომატურ რეჟიმში შეძლებს.