f
შაბათი 20, აპრილი 2024

ზურაბ პატარაძე დასაქმების სააგენტოს ეწვია

25, ოქტომბერი 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დასაქმების სააგენტოს ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.  აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ მთავრობის თავმჯდომარეს სტრუქტურის შესახებ ანგარიში წარუდგინა. დასაქმების სააგენტოში სამუშაოს მაძიებელთათვის შექმნილია კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა მოთხოვნილი ვაკანსიის მიხედვით მოიძებნოს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელი პირი. დასაქმების სააგენტო 2011 წლის 13 სექტემბერს შეიქმნა და წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას რეგიონში, რომელიც აწარმოებს საშუამავლო საქმიანობას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. სააგენტოს მთავარ მიზანს აჭარის რეგიონში დასაქმების ხელშეწყობა  წარმოადგენს.  დასაქმების სააგენტოში 2012 წლიდან დღემდე დარეგისტრირდა 21 051 სამუშაოს მაძიებელი. აქედან დასაქმდა 11498 პირი, რომელთაგან უმეტესი ნაწლი გრძელვადიან, ხოლო ნაწილი კი მოკლევადიან სამუშაოზე დასაქმდა.