f
სამშაბათი 16, აპრილი 2024

შემოსავლების სამსახურის განმარტება ფიზიკური პირებისთვის

25, ოქტომბერი 2016

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების საყურადღებოდ განმარტებას აკეთებს. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა.  

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი ჯამური წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს; ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ამასთან, აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსაც.