f
პარასკევი 20, იანვარი 2017

გოდერძის უღელტეხილი უკვე ჩაკეტილია

02, ნოემბერი 2016

გოდერძის უღელტეხილი უკვე ჩაკეტილია. ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში კი თოვლის საფარი ნახევარ მეტს აჭარბებს. ხულოს გაგებელი ბესიკ ბაუჩაძე „აჭარის რადიოსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცენტრალური გზა ამ წუთებში იწმინდება. რაც შეეხება, შიდასასოფლო გზებს, გამგებლის ინფორმაციით, მათი გაწმენდა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ბოლო მონაცემებით, ხულოს 25-მდე სოფელს ელექტორენერგია არ მიეწოდება. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალური შტაბი იკრიბება, რომელიც ნაადრევი თოვლის გამო წარმოქმნილ პრობლებეზე იმსჯელებს.