f
შაბათი 25, მარტი 2017

თოვლი ქედაში

02, ნოემბერი 2016

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ქედაში. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 10სმ-ს აღწევს. უამინდობამ მეწყრული პროცესებიც გააქტიურა, რის გამოც, ქედა-ხუნკუდასა და ვაიოს მიმართულებით საავტომობილო გზა ჩაიკეტა. ქედის საგზაო დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, გადაადგილება კი რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი. უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც, სოფელ მერისში შუქი არ იყო. „ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემები უახლოეს დროში აღმოიფხვრება.