f
სამშაბათი 16, აპრილი 2024

ხულოს საკრებულოს სხდომა

23, თებერვალი 2017

ხულოს საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებს, დღეს გახდება ცნობილი. დეპუტატები ასევე  „დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფის“ და სპორტულ ღონისძიებათა პროგრამების დამტკიცებაზეც იმსჯელებენ. საკრებულოს წევრები, დღესვე , გამგეობის სხადასხვა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს მოისმენენ.  ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით,   სხდომაზე  კურორტ „გოდერძი“-ს განაშენიანების რეგულირების გეგმაში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ.