f
პარასკევი 26, აპრილი 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

23, თებერვალი 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დილიდან დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობარის ელექტრონული ვერსიაც დღესვე გამოქვეყნდება. ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა. მისი შეძენა მსურველებს, თბილისსა და რეგიონებში, პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.