f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

Visit Batumi­ / ­Invest In Batumi

24, თებერვალი 2017

27 თებერვალს ასტანა საინვესტიციო ფორუმს - Visit Batumi­ / ­Invest In Batumi - უმასპინძლებს. ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
    საინვესტიციო ფორუმში, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
    ფორუმის მიზანს აჭარასა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.
    ქართული მხარე ყაზახ  ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივისა და აჭარაში საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ ინფორმაციას დეტალურად მიაწოდებენ, ასევე, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს გააცნობენ.